ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულდა სპეცოპერაცია, რომელიც გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის მუშაობს ცხელი ხაზი – 2 375029, 599 537040, 2 722222.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.























































![ორმხრივი სროლა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/IGD_3404-1511371471.jpg)









![სპეცოპერაციის ადგილიდან დაცხრილული მანქანა გამოიყვანეს [ფოტოები]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/m-1511360922.jpg)


![რა ვითარებაა კორპუსთან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/PAL.Still025-1511358987.jpg)










![სპეცოპერაციის ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გრძელდება [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/PAL.Still022-1511345557.jpg)












![სპეცტექნიკა და სპეცრაზმელები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/12ე3-1511339131-e1511339145174.jpg)


![ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება [ფოტოამბავი]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/4-1511336629.jpg)


![ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/PAL.Still020-1511335293.jpg)














