ორმხრივი სროლა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე [ვიდეო]

21:27, 22.11.2017

პირველმა არხმა მოიპოვა ვიდეო, სადაც ჩანს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებსა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის ორმხრივი სროლა.

სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა სუს-ის ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, სამი კი ლიკვიდირებულია.

 

მსგავსი