შემოგვიერთდით

საქართველოს პირველი არხი – მაუწყებლობა 1925 წლიდან

საქართველოს პირველი არხი საზოგადოებას პროფესიონალების მიერ, მედიასტანდარტის დაცვით შექმნილი, მრავალფეროვანი შინაარსისა და ფორმატის, ხარისხიანი გადაცემებით ემსახურება.

მაუწყებელი ქმნის უსაფრთხო მედიასივრცეს, სადაც შემოქმედებითობა და ინოვაცია პრიორიტეტია.

პირველი არხი ინახავს წარსულს, აშუქებს აწმყოს და ქმნის მომავალს.

საქართველოს პირველი არხის გუნდის წევრობა მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი, ეს ერთდროულად არის პატივი და პასუხისმგებლობა ემსახურო მთელ საზოგადოებას.

თუ თვლით, რომ მზად ხართ, კეთილსინდისიერებითა და მაღალი სტანდარტით ემსახუროთ საზოგადოებას და გსურთ, გახდეთ ისტორიის ნაწილი, რომელსაც მთელი საქართველო უყურებს და უსმენს, შემოგვიერთდით!


ვაკანსია | სტაჟირება | იდეების ბანკი