საჯარო ინფორმაცია

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაფუძნებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილ, საჯარო დაფინანსებით მოქმედ, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

იურიდიული სამსახურის უფროსი

ელენე მიხაილოვა

ტელ. 0322 2 409 007

ელ-ფოსტა: [email protected]

 

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა