მრავალფეროვანი საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინფორმირებულობის, მათი მედიასივრცეში ინტეგრირების, მათზე და მათთვის გასაგებ ენაზე მედიაპროდუქციის მომზადების მიზნით, 2017 წელს შეიქმნა ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოველდღიურობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების საკითხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდ 1tv.ge-ზე შესაძლებელია შვიდ ენაზე ახალი ამბების გაცნობა. ვებპლატფორმა საინფორმაციო სააგენტოს ფორმატში მუშაობს – ქართულ, აფხაზურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, 24-საათიან რეჟიმში.

1TV.GE – აზერბაიჯანულ ენაზე

1TV.GE – სომხურ ენაზე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს ყოველდღიურად ოთხ საინფორმაციო გამოშვებას აზერბაიჯანულ ენაზე:

„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 12:00 საათზე
„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 15:00 საათზე
„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 18:00 საათზე
„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 20:00 საათზე

ოთხ საინფორმაციო გამოშვებას სომხურ ენაზე:

„მოამბე“ სომხურ ენაზე 12:00 საათზე
„მოამბე“ სომხურ ენაზე 15:00 საათზე
„მოამბე“ სომხურ ენაზე 18:00 საათზე
„მოამბე“ სომხურ ენაზე 20:00 საათზე

აღნიშნული საინფორმაციო გამოშვებები ტრანსლირდება შესაბამისი ონლაინპლატფორმით, ასევე – ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით.

მოამბე აზერბაიჯანულ ენაზე

მოამბე სომხურ ენაზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს – მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

21:00 საათიანი „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სინქრონული თარგმანი, სეტტოპბოქსების მეშვეობით გავრცელების პარალელურად, ხორციელდება საზოგადოებრვი მაუწყებლის ვებგვერდის შესაბამის ენობრივ განყოფილებებში, პირდაპირი ეთერის, ასევე, სოციალური ქსელების მეშვეობით.

„მოამბის“ სინქრონიულ თარგმანს ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“. მთავარი გამოშვების სინქრონული თარგმანი ასევე ტრანსლირდება რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით.

მოამბის მთავარი გამოშვების სინქრონული თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე 

მოამბის მთავარი გამოშვების სინქრონული თარგმანი სომხურ ენაზე

ყოველ სამუშაო დღეს 18:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე, რადიო გადაცემა, „ახალი ამბები ქურთულ ენაზე“ აცნობს მსმენელს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ახალი ამბები ქურთულ ენაზე

ტელესკოლა