სამომხმარებლო შეთანხმება

ვებპლატფორმა ეკუთვნის სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც მდებარეობს მისამართზე მ. კოსტავას ქ. 68, 0171, თბილისი, საქართველო.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პირველი არხის ვებ პორტალით სარგებლობის წესებს. ვებპორტალზე განთავსებული ნებისმიერი მასალის სარგებლობისას, თქვენ გამოხატავთ თანხმობას მისი გამოყენების პირობებზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, ქცევის კოდექსსა და სხვა ნებისმიერ მითითებასა თუ წესზე, რომლებიც პერიოდულად გამოქვეყნდება.

ვებპორტალის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გაფრთხილების გარეშე შეცვალოს სამომხმარებლო წესები. ცვლილებები განთავსდება ვებპორტალზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

გთხოვთ, რეგულარულად გადახედოთ სამომხმარებლო შეთანხმების პირობებს, რათა დარწმუნდეთ, რომ მასში არ შესულა რაიმე ცვლილება. თუკი ცვლილებების შემდეგ თქვენ მაინც აგრძელებთ ვებპორტალზე არსებულ მასალაზე წვდომას/გამოყენებას, ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ეთანხმებით სარგებლობის წესებს.

მასალის გამოყენებისას:

  • ეთანხმებით პირობას, რომ ვებპორტალის მასალას გამოიყენებთ მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის;
  • ეთანხმებით პირობას, რომ არ დაარღვევთ, არ შეზღუდავთ სხვა პირის უფლებას მასალის გამოყენების შემთხვევაში;
  • ეთანხმებით პირობას, რომ კონტენტთან წვდომა გექნებათ მხოლოდ პირადი და არა კომერციული მიზნებისთვის, არ გამოიყენებთ მას სარეკლამო მიზნებისთვის, ან ნებისმიერი სხვა პროდუქციისა და სერვისის გასავრცელებლად;
  • ეთანხმებით პირობას, რომ გარდა ნებადართული კონტენტისა, აკრძალულია მასალის მთლიანი ან ნაწილობრივი კოპირება, შენახვა, გავრცელება, გამოქვეყნება, მაუწყებლობა, მოდიფიკაცია ან საჯაროდ ჩვენება (მათ შორის, ნებისმიერ სხვა ვებსაიტზე);
  • ეთანხმებით პირობას, რომ კონტენტის ნებისმიერი მიზნით გამოყენებისთვის, საჭიროა პირველი არხის მხრიდან გაცემული წერილობითი ნებართვა;
  • ეთანხმებით პირობას, რომ რეგისტრაციისას არჩეულ იდენტიფიკაციის შემცველ კოდს, პაროლს ან სხვა სახის ინფორმაციას, ყოველთვის უნდა მოეპყრობით ყურადღებით და არ გახადოთ ის მესამე მხარისთვის საჯარო.
    შენიშვნა: რეგისტრაციის პროცესში ნებისმიერი ინფორმაცია გროვდება, ინახება და გამოიყენება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. 

ინტელექტუალური საკუთრება

ვებპორტალზე ხელმისაწვდომი ყველა სახის ინფორმაცია დაცულია საავტორო უფლებით, წარმოადგენს პირველი არხის საკუთრებას და ვიყენებთ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მომხმარებელთა უფლებები

  • ვებპორტალით სრულფასოვნად სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაცია.
  • აკრძალულია მომხმარებლის სახელში უხამსი, უცენზურო ან ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც შეიცავს დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი, სოციალური და სხვა ნიშნით.
  • აკრძალულია საკუთარი თავის ვებგვერდის თანამშრომლად, ან სხვა პირად/ორგანიზაციის წარმომადგენლად წარმოჩენა და ისეთი სახელით დარეგისტრირება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს პირველი არხი ან/და სხვა მომხმარებლები.
  • რეგისტრაციისას აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტის მითითება.
  • ვებპორტალის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ზემოთ ჩამოთვლილი წესების დარღვევით დარეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში.
  • რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვებპორტალის ადმინისტრაცია ვალდებულია, არ გადასცეს ის მესამე პირს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს:

  • დატოვოს კომენტარი;
  • მიუთითოს სხვა მომხმარებლის მიერ წესების დარღვევაზე;
  • მოითხოვოს თავისი ანგარიშის გაუქმება;
    შენიშვნა: არაკორექტული, აგრესიული ან შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი კომენტარებით შემოსული საჩივრები არ განიხილება.

ვირუსები, ჰაკერული თავდასხმა და სხვა დარღვევები

  • აკრძალულია ვებპლატფორმაზე განთავსებული მასალის ბოროტად გამოყენება;
  • აკრძალულია დაზიანებული ფაილის, ასევე ისეთი ვირუსის შემცველი ფაილის განთავსება, რომელიც გამოიწვევს ვებპორტალის პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებას, არაკანონიერად ჩაიგდებს ხელში ნებისმიერ მონაცემსა თუ პერსონალურ ინფორმაციას;
  • აკრძალულია დანაშაულებრივი წვდომა ჩვენს სერვერებზე, რომლებზეც განთავსებულია მონაცემთა ბაზები;
  • ამ და სხვა ანალოგიური დარღვევების შემთხვევაში, გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.