ბიზნესპარტნიორი
ორშაბათი-პარასკევი, 12:30

ორშაბათი-პარასკევი, 12:30

ახალი პროექტი „ბიზნესპარტნიორი“ საქართველოს პირველ არხზე.

„ბიზნესპარტნიორი“ არის გადაცემა, სადაც მაყურებელი მიიღებს ყველაზე ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ბიზნეს აქტივობებზე.

საკანონმდებლო რეგულაციები, დასაქმების ბაზარი, საინვესტიციო გარემო, სიახლეები და ანალიზი, რა უშლის ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, როგორ ესმის ხელისუფლებას დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პრობლემები და რას აკეთებს მათ მოსაგვარებლად – ეს ყველაფერი ელოდება მაყურებელს გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

გადაცემის პირველ ნაწილში მაყურებელი შეიტყობს ბიზნესისა და ეკონომიკის მნიშვნელოვან სიახლეებს, გადაცემის მეორე ნაწილში კი უკვე სტუმრების მონაწილეობით შეჯამდება დღისა და კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები.

გადაცემაში განხილული თემები განთავსდება ვებგვერდზე 1tv.ge

მაყურებელს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ბიზნესპარტნიორის ფეისბუქგვერდის საშუალებით ექნება.

ვიდეო/აუდიო