პირადი ექიმი
ორშაბათი-პარასკევი, 10:10

ყოველდღე, 10:10
წამყვანი – მარი მალაზონია, ექიმი-ნუტრიციოლოგი.

სამედიცინო თოქ-შოუ „პირადი ექიმი – მარი მალაზონია” თოქ-შოუ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება. მაყურებელი გადაცემაში შეხვდება საუკეთესო ექიმებს, მოისმენს პრაქტიკულ რჩევებს, შეიტყობს სამედიცინო სიახლეებს.

ნახავს  საილუსტრაციო სიუჟეტებს  ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების, ოჯახისა და გარემოს როლის შესახებ ჩვენი ჯანმრთელობის ფორმირებაში.  ისწავლის ვარჯიშსა და კვებას „შუქნიშნის“ პრინციპით, სხვადასხვა დაავადების შესაბამისად, გემრიელი და ჯანსაღი კერძის მომზადებას.

„საშინაო დავალების“ ფარგლებში; ჩაერთვება ვიქტორინის გათამაშებასა და კამპანიაში „აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით!“

გადაცემის წამყვანი და სტუმრები პირდაპირ ეთერში და Facebook-ის გვერდზე უპასუხებენ მაყურებლის კითხვებს.
„პირადი ექიმი – მარი მალაზონია” გთავაზობთ თვითშეფასების კითხვარს და კამპანიას „აირჩიე შენი თემა!”

 

ვიდეო/აუდიო