აკუსტიკა
კვირა, 22:00

გვიყურეთ ყოველ კვირას, 22:00-ზე პირველი არხის ეთერში.

პროექტის ავტორი და მთავარი პროდიუსერი – გიორგი ასანიშვილი
აღმასრულებელი პროდიუსერი – ნინჩო ფირცხალავა
პროდიუსერი – სალომე ბენდიანიშვილი
რეჟისორი – ზაზა ორაშვილი
რეჟისორის ასისტენტი – გიორგი დეკანოიძე
სცენარის ავტორი – ვახო ხვიჩია
მიქსინგი – გიორგი ასანიშვილი
ხმის რეჟისორები – ნიკოლოზ ბუზალაძე, ლექსო ჯანიაშვილი, ლაშა ვაშაკიძე
მონტაჟის რეჟისორი – გიორგი ოძელაშვილი, ზურა მუმლაძე
წამყვანები – მაკო მჭედლიშვილი, მებო ნუცუბიძე

„აკუსტიკა“ მუსიკალური პროექტია, რომელსაც ცნობილი შემსრულებლები, კომპოზიტორები, ფოლკლორისტები და მომღერლები სტუმრობენ. ყოველ გადაცემაში ვსაუბრობთ საქართველოს კუთხეების, ქალაქების მუსიკალური ტრადიციების შესახებ და სხვადასხვა ეპოქაში პოპულარულ მუსიკალურ ჟანრებსა და სიმღერებზე; ვიხსენებთ ლეგენდარული ქართველი მუსიკოსების, კომპოზიტორების, შემსრულებლებისა და ანსამბლების შემოქმედებას; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული კინომუსიკის შედევრებს.

„აკუსტიკა“ ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მსმენელის ინტერესებს ითვალისწინებს. შესაბამისად, მრავალ ჟანრსა და მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ხალხური და ქალაქური ფოლკლორი, საესტრადო ჰიტები, თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, რომანსი, ჰიპ-ჰოპი, ჯაზი, როკ მუსიკა და ა.შ. მაყურებლისთვის საყვარელი ცნობილი სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით და რაც მთავარია, ცოცხლად სრულდება. გარდა ამისა, წარმოგიდგენთ ორიგინალურ დუეტებს – სხვადასხვა თაობის და ჟანრში მოღვაწე მუსიკოსები სიმღერებს ერთად შეასრულებენ. მაყურებელს ვთავაზობთ ორიგინალურ ექსპერიმენტებსაც. მაგალითად, ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სინთეზს. გადაცემის რუბრიკაში „მე ვუსმენ“ სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებას გაეცნობით მათ საყვარელ სიმღერებზე საუბრით.

ვიდეო/აუდიო