დოსიე
ორშაბათი, 23:00

ორშაბათი, 23:00

ნებისმიერი ეპოქა, მათ შორის ჩვენი, სხვა ეპოქების, სხვების გამოცდილებათა ჯაჭვის შედეგია. ამ გამოცდილების შესახებ ზოგადი წარმოდგენის ქონა არის შესაძლებლობა შეიცნო რეალობა, რომელშიც ცხოვრობ. დოკუმენტური ფილმი კი ერთერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი საშუალებაა ამისთვის, როგორც წიგნი მოძრავი ილუსტრაციებით.

მხოლოდ სხვის მიმართ ინტერესით, დაკვირვებით შეგიძლია შეიცნო შენი თავი. მხოლოდ სხვისი ისტორიის დეტალებთან შედარებით შეგიძლია იპოვო შენი საკუთარი განვითარების გზის დეტალები, ჩაწვდე საკუთარი წარმატებისა და შეცდომების მიზეზებს, რეალურად შეაფასო საკუთარი თავი, საკუთარი უნიკალურობა.

გადაცემა „დოსიე“ არის დოკუმენტურ ჟანრში გაცოცხლებული სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების ერთგვარი ტელე-ვიდეოთეკა. ეს არის ვიდეო დოკუმენტების დოსიეების ბიბლიოთეკა, რომელშიც შევაგროვებთ ამბებს, მოვლენებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს, შექმნეს ჩვენი ეპოქა ისეთი, როგორიც ის დღეს არის.

ვიდეო/აუდიო