პირველმა არხმა მოიპოვა ვიდეო, სადაც ჩანს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებსა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის ორმხრივი სროლა.
სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა სუს-ის ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, სამი კი ლიკვიდირებულია.