როგორ გამოიყურება ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული ბინები - ფოტოამბავი
როგორ გამოიყურება ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული ბინები - ფოტოამბავი

ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას დღეს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ.

ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განმარტებით, სარემონტო სამუშაოები ერთდროულად ცხრა ბინაში მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველაზე მეტი დრო ე.წ დუპლექსის ტიპის ბინას დასჭირდება. როგორც ლაბუჩიძე ამბობს, სარემონტო სამუშაოები ჯამში 3-4 თვეში დასრულდება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

ოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.