რანინა
კვირა, 20:00

ორიგინალური საბავშვო მუსიკალური პროექტი „რანინა“ – სიმღერის კონკურსი 8-დან 14 წლამდე ასაკის მომღერლებისთვის.

წამყვანი – დავით ალადაშვილი, თანაწამყვანი – ლელა მებურიშვილი.

პროექტში მონაწილეობს 10 კონკურსანტი, რომლებიც სამთვიან მუსიკალურ ტელემარათონს გადიან.

• კონკურსი მოიცავს ოთხ თემატურ ტურს

• თითოეული ტური იყოფა ორ ტელეეპიზოდად

• ძირითად ტურებს გადის ყველა მონაწილე

• ნახევარფინალში გადადის ხუთი კონკურსანტი

• ფინალში გამარჯვებისთვის იბრძვის სამი კონკურსანტი

თითოეულ თემატურ ტურს მონაწილეები გადიან ორკესტრთან, მუსიკალურ ჯგუფებთან და ცნობილ მომღერლებთან ერთად.

თითოეულ ტურში კონკურსანტებს აფასებს ჟიური, რომელიც სამი წევრისგან შედგება.

ჟიურის შემადგენლობა ყოველი ტურის დროს იცვლება. კონკურსანტის სიმღერის დროს, ჟიურის წევრები ოთხ კატეგორიაში – ვოკალი, შესრულება, არტისტიზმი, კოლაბორაცია – 10-ქულიანი სისტემით აფიქსირებენ საკუთარ შეფასებას.

სიმღერის დასრულებამდე, 10 წამის განმავლობაში ჟიურის შეფასებაში ცვლილებების შეტანა შეუძლია, ათვლის დასრულებისას კი საბოლოო ქულები ფიქსირდება. მონაწილეები ოთხი ძირითადი ტურის განმავლობაში აგროვებენ ჟიურის მიერ დაწერილ ქულებს.

საბოლოო რეიტინგის მიხედვით შეირჩევა ნახევარფინალის ხუთეული.

ნახევარფინალურ ეტაპზე ჟიურის თითოეული წევრი ადგენს საკუთარ რეიტინგს.

ნახევარფინალის საერთო რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება სამი ფინალისტი. ფინალისტებს შორის გამარჯვებულს ჟიური აირჩევს.

ვიდეო/აუდიო