ირაკლი ბერაია -მხარადაჭერას ვუცხადებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ძალიან წარმატებით გაართვა თავი ურთულეს ამოცანა
ირაკლი ბერაია -მხარადაჭერას  ვუცხადებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ძალიან წარმატებით გაართვა თავი ურთულეს ამოცანა

სრულ მხარდაჭერას და ნდობას ვუცხადებ გამოძიებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო და ძალიან წარმატებით გაართვა თავი ამ ურთულეს ამოცანას,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველი მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, ეს კონტრტერორისტული ოპერაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ბოლო პერიოდში, რომელმაც ტერაქტების პრევენცია გახადა შესაძლებელი.

“თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო პრაქტიკას, ეს კონტრერორისტული ღონისძიება იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველა პერიოდში, რამაც შესაძლებელი გახადა ტერაქტების პრევენცია. ეს ღონისძიება მოიცავდა კონტრტერორიზმის თითქმის ყველა ელემენტს, როგორიც არის ტერორისტული საფრთხის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და განეიტრალება. ტერორიზმში ბრალდებული პირების ან დაკავება ან ლიკვიდაცია და უკვე შემდგომ ეტაპზე მათთან კავშირში მყოფი პირების დადგენა გამოვლენა და დაკავება”,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ კონტრტერორისტულ ღონისძიებას, მაღალ შეფასებას აძლევენ საერთაშორისო პარტნიორები. მასალები, კი, რომელიც გუშინ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდა, სახელმწიფო უსაფრთხოოების სამსახურის მაღალ პროფესიულ სტანდარტზე მეტყველებს.

“ამ ღონისძიებას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაც შეეხება გუშინ გასაჯაროებულ მასალებს, რაც გუშინ გაასაჯაროვა უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდნარე, ეს მეტყველებს თემირლან მაჩალიკაშვიილის და ჩატაევის დაჯგუფების წევრი პირებიის კავშირზე. ის, რომ ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ ასევე მეტყველებს საფრთხის იმ მასშტაბებზე, რისი აცილებაც ჩვენ შევძელით თავიდან და ასევე იმაზე, თუ რა მაღალი პროფესიული სტანდარტით ხელმძღვანელობს თავის საქმიანობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ტერორიზმის კუთხით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული საქმიანობის ეფექტურობას, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახორციელებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც კი და მათ უწევთ უკვე მომხდარ ტერაქტებზე რეაგირება.”- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვის თემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე და იმ პერიოდისთვის, გამოძიებისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია გააცნო. თუ ნდობის ჯგუფი კვლავ საჭიროდ ჩათვლის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენას გარკვეულ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე და ნდობის ჯგუფის წევრებს გააცნო ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის იმ მოცემულ ეტაპზე იყო ცნობილი, შემდეგ უსაფრთხოების სამსახური, პერიოდულად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ასაჯაროვებს გამოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებს და ასე იქნება მომავალშიც, იმ შემთხვაში, თუ ამ მასალების გასაჯაროვებამ საფრთხე არ შეუქმნა უსაფრთხოებას და გამოძიების ეფექტიანად წარმართვას და ნდობის ჯგუფი ჩათვლის საჭიროდ, რომ აუცილებელია შემდეგ კიდევ, რაღაც ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა, ნდობის ჯგუფის ფარგლებში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.