სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

17:06, 22.11.2017

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო. ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა, ასევე ტრავმული სისხლჩაქცევები. ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და პაციენტი გარდაიცვალა“, – აღნიშნა ექიმმა.

დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მსგავსი