სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება
სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება

სამწუხაროდ, არაერთი ჭორი გვსმენია სხვადასხვა ამბავთან დაკავშირებით და ახლაც ვფიქრობ, საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი შესაძლოა, აჰმედ ჩატაევი იყოს.

სოფო კილაძე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ვარაუდებისგან, სანამ სამართალდამცავი უწყებები მუშაობას არ დაასრულებენ.

„სანამ გამოძიება არ დასრულდება, მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ და ვაცადოთ თავიანთი საქმე გააკეთონ. ზოგჯერ რაღაცეების სააშკარაოზე გამოტანა ნამდვილად ვნებს საქმეს. ბუნებრივია, არ გვიკვირს საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესი, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლომდე, უსაფრთხოდ უნდა მივიდეს ეს პროცესი“, – აღნიშნა კილაძემ.