ილია მეორე - გუშინ საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა
ილია მეორე - გუშინ საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა

გუშინ საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას აღნიშნა.

„გუშინ საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია და ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი. ჩვენთან არს ღმერთი, – განაცხადა ილია მეორემ.

გუშინ, 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია. დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.