სუს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, სპეცოპერაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ  
სუს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, სპეცოპერაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს და სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ.

ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.

“ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ისაუბრებს. დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გავრცელდება. როგორც უკვე განვაცხადეთ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. დაჭრილია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითითებებს“, – აცხადებს ნინო გიორგობიანი.