იან კელი - ვიცით, რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს
იან კელი - ვიცით, რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს

ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება.

“ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით, რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება. ორი საკითხია, პირველი ოპერაციის დროს არ უნდა დაშავდეს არავინ, მეორე – სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ”, – განაცხადა იან კელიმ.