ბექა ნაცვლიშვილი - ვხედავ, რომ სიმშვიდეა, სპეცოპერაციის დეტალებზე სამართალდამცველები გააკეთებენ კომენტარს
ბექა ნაცვლიშვილი - ვხედავ, რომ სიმშვიდეა, სპეცოპერაციის დეტალებზე სამართალდამცველები გააკეთებენ კომენტარს

ჩემი ინტერესი იყო დავრწმუნებულიყავი, რომ მოსახლეობა ტერიტორიიდან გაყვანილი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მივიდა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დეტალები მისთვის ცნობილი არ არის.

“მოვედი აქ რომ მენახა, როგორი სიტუაციაა. ჩემი ინტერესი იყო დავრწმუნებულიყავი, რომ მოსახლეობა ტერიტორიიდან გაყვანილი იყო. ვხედავ, რომ სიმშვიდეა. სპეცოპერაცია მიმდინარეობს და დეტალებზე კომენტარს სამართალდამცველები გააკეთებენ”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.