ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციელები ამკრძალავ ლენტებს ახალ ტერიტორიებზეც აბამენ
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციელები ამკრძალავ ლენტებს ახალ ტერიტორიებზეც აბამენ

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პოლიციელები ამკრძალავ ლენტებს ახალ ტერიტორიებზეც აბამენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.