ფოტოამბავი – რა ხდება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე

08:33, 22.11.2017

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამით ისმოდა სროლის ხმა. გარდა ამისა, იყო რამდენიმე აფეთქებაც.

მანამდე კი, დაახლოებით 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

მსგავსი