სპეცოპერაციის გამო, სამგორში მდებარე სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
სპეცოპერაციის გამო, სამგორში მდებარე სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

სამგორის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მე-16, 109-ე და 86-ე საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

აღნიშნული სამი საბავშვო ბაღი სპეცოპერაციის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც აღსაზრდელები უკვე გაიყვანეს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.