სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდება
სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდება

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდება, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გაცდენილი გაკვეთილები შაბათს ანაზღაურდება. 97-ე საჯარო სკოლა სპეცოპერაციის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.