სპეცოპერაციის ადგილიდან დაცხრილული მანქანა გამოიყვანეს [ფოტოები]
სპეცოპერაციის ადგილიდან დაცხრილული მანქანა გამოიყვანეს [ფოტოები]

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ადგილიდან ცოტა ხნის წინ დაცხრილული მანქანა გამოიყვანეს.

სავარაუდოდ, მანქანა სპეცდანიშნულების რაზმს ეკუთვნის.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. ტერიტორიიდან სპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკა გავიდა.

ადგილზე რჩება სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.