თბილისის მერმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზარალებულები მოინახულა
თბილისის მერმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზარალებულები მოინახულა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზარალებულები თბილისის მერმა მოინახულა.

ერთ-ერთ სასტუმროში ამჟამად ორი ოჯახი ცხოვრობს.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია და ისნის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ და ზარალი სრულად აუნაზღაურდეთ.

კახა კალაძის თქმით, ამ დროისთვის გამგეობაში მომართვიანობამ მოიმატა და დახმარება 12-მა ოჯახმა ითხოვა.

კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 72 ოჯახი ცხოვრობს.