მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე -  მხოლოდ ის, რომ რომელიმე თანამდებობის პირი კონკრეტულ დეტალებს არ გამორიცხავს, არ ნიშნავს დადასტურებას
მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე -  მხოლოდ ის, რომ რომელიმე თანამდებობის პირი კონკრეტულ დეტალებს არ გამორიცხავს, არ ნიშნავს დადასტურებას

ყველა სიტყვა, რომელიც მათ შორის ოპონენტებისგან თუ ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, ექსპერტისგან იქნება არასწორად ნათქვამი, გარკვეული რისკის შემცველია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სპეცოპერაციის საუბრისას არ უნდა გავუსწრო მოვლენებს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

“ეს არის საკითხი, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. ყველა სიტყვა, რომელიც მათ შორის ოპონენტებისგან თუ ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, ექსპერტისგან იქნება არასწორად ნათქვამი, გარკვეული რისკის შემცველია, ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა დაველოდოთ აუცილებლად გამოძიების შედეგებს. მხოლოდ ის, რომ არ გამორიცხავს რომელიმე თანამდებობის პირი კონკრეტულ დეტალებს, არ ნიშნავს დადასტურებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი