რა ვითარებაა კორპუსთან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა [ვიდეო]

17:49, 22.11.2017

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა.

პირველი არხის ჟურნალისტები იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც გვიან ღამიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ტერიტორიაზე უკვე შევიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლს აქრობენ.

ტერიტორიიდან გადის სპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკა.

მსგავსი