თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა.
პირველი არხის ჟურნალისტები იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც გვიან ღამიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ.
ტერიტორიაზე უკვე შევიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლს აქრობენ.
ტერიტორიიდან გადის სპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკა.