სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელები ჰოსპიტალიდან უახლოეს დღეებში გაეწერებიან
სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელები ჰოსპიტალიდან უახლოეს დღეებში გაეწერებიან

ბერი გაბრიელ სალოლისის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციია დროს დაჭრილი სამი სპეცრაზმელის მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ პირველ არხს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიული სამსახურის უფროსმა განუცხადა.

როგორც იოსებ აბულაშვილი აცხადებს, უახლოეს დღეებში პაციენტები საავადმყოფოდან გაეწერებიან.

“პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელსა და საშუალო სიმძიმეს შორის. მიმდინარეობს მკურნალობა, ყოველგვარი გართულების გარეშე. უახლოეს დღეებში პაციენტები გაეწერებიან და განაგრძნობენ ამბულატორიულ მკურნალობას”, – აცხადებს აბულაშვილი.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი და ერთი დაიღუპა.