სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელების მდგომარეობა სტაბილურია
სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელების მდგომარეობა სტაბილურია

სპეცოპერაციისას დაშავებული სამი სპეცრაზმელი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ორი მათგანი ბარძაყისა და წვივის არეში მიყენებული მსუბუქი ჭრილობებით შეიყვანეს საავადმყოფოში.

ექიმის ინფორმაციით, მოხდა ჭრილობების დამუშავება და ქირურგიული ჩარევა არ გახდა საჭირო.

შედარებით მძიმე იყო მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობა, რომელსაც მარცხენა წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. შესაბამისად, ექიმებმა მას ოპერაცია ჩაუტარეს და ამ დროისათვის, მედიკოსების განცხადებით, სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულთაგან ორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ერთი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დაშავდა, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

სპეცოპერაციისას დაჭრილი ერთი სპეცრაზმელი კი გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.