ცხელი ხაზი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის - 2 375029, 599 537040, 2 722222
ცხელი ხაზი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის - 2 375029, 599 537040, 2 722222

დედაქალაქის მერი კახი კალაძე გაბრიელ ბერის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, დროებითი საცხოვრებლის საჭიროების შემთხვევაში, ისნის გამგეობას მიმართონ.

დ​​ღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

კახი კალაძემ ყურადღება მოსახლეობის საცხოვრებელ ფართებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება სრულად დაცული და უზრუნველყოფილია.

„ოჯახები, რომლებიც გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გვინდა, მათ დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არცერთი მათგანი ყურადღების მიღმა არ დარჩება და რა თქმა უნდა, მერია საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნებს და საჭიროების შემთვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის დროებით საცხობვრებელ ფართებს. ვისაც დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება აქვს, ვთხოვთ, ისნის გამგეობას დროულად მიმართონ, რათა მათი რეგისტრაცია და მათი დროებით საცხოვრებელში გადაყვანა მოხდეს. ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ისნის გამგეობას დაუკავშირდენენ ნომრებზე – 237 50 29, 599 53 70 40. ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე – 272 22 22“, – განაცხადა კალაძემ.