დღევანდელი სპეცოპერაციის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართება 
დღევანდელი სპეცოპერაციის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართება 

დღევანდელი სპეცოპერაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

​სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიფინგი 19:00 საათზე დაიწყება.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციას ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე ემსხვერპლა.