ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება - მობილიზებულია დამატებითი ძალები
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება - მობილიზებულია დამატებითი ძალები

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დამატებითი ძალები შეიყვანეს.

ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სპეცოპერაციის ადგილზე ცოტა ხნის წინ დამატებით რამდენიმე  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის ხმა კვლავ ისმის. სროლისა და აფეთქებების ხმა ადგილზე ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.