თვითმხილველები სპეცოპერაციის შესახებ საუბრობენ
თვითმხილველები სპეცოპერაციის შესახებ საუბრობენ

ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს ჩეჩნები ცხოვრობდნენ, – ამის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სპეცოპერაცია 04:00 საათზე დაიწყო და სროლების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

“7-8 აფეთქება იყო, “მუხებს” აფეთქებდნენ. მერე ავტომატების სროლა ისმოდა. კორპუსიდან, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ  კორპუსში ჩეჩნები ცხოვრობენ”, – განაცხადა ადგილობრივმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.