სუს-ი ადასტურებს, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია აჰმედ ჩატაევი
სუს-ი ადასტურებს, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია აჰმედ ჩატაევი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტიტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი აჰმედ ჩატაევია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სუს-ის ცნობით, აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სუს-ის ცნობით, არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული პირი შესაძლოა, აჰმედ ჩატაევი ყოფილიყო.

„დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამოძიების შესახებ სუს-ში ბრიფინგი დღეს გაიმართა.