სპეცრაზმის მუშაობა - სპეცოპერაციის კადრები

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. ერთ-ერთ კორპუსთან გვიან ღამიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ტერიტორიაზე შევიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლს აქრობენ. ტერიტორიიდან გადის სპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკა.