ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა

17:14, 22.11.2017

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა.

ამის შესახებ იუწყებიან პირველი არხის ჟურნალისტები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

 

მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე უკვე შევიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლს აქრობენ.

ტერიტორიიდან გადის სპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკაც.

მსგავსი