ელენე ხოშტარია - ახლა აბსოლუტური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ სპეცრაზმელებს
ელენე ხოშტარია - ახლა აბსოლუტური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ სპეცრაზმელებს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პოლიტიკურ პარტიებს სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ უნდა გაეცეს.

„ახლა აბსოლუტური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ სპეცრაზმელებს, ჯანმრთელობა ვუსურვოთ დაზარალებულებს, თუმცა დადგება ის ეტაპი როცა დაისმება კითხები რა შეცდომები იქნა დაშვებული და როგორ უნდა გამოსწორდეს“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება.