გიორგი კვირიკაშვილი სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცველების მოსანახულებლად მივიდა

19:51, 22.11.2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცველების მოსანახულებლად თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა.

პრემიერთან ერთად შს მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფებიან.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დაიჭრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია დაახლოებით, 18:00 საათისთვის დასრულდა.

მსგავსი