დაკითხვაზე მყოფი პირის მეუღლე ადასტურებს, რომ ტელევიზიით გავრცელებულ სპეცოპერაციის კადრებში სწორედ მათი ბინა ჩანს
დაკითხვაზე მყოფი პირის მეუღლე ადასტურებს, რომ ტელევიზიით გავრცელებულ სპეცოპერაციის კადრებში სწორედ მათი ბინა ჩანს

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ბინა, სადაც შეიარაღებული პირები არიან გამაგრებული, 2010 წლიდან პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრ მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული. მანამდე კი ბინის მფლობელი ამავე ხეობის მკვიდრი თინა გაურგაშვილი იყო, რომელიც არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე წელია, ავსტრიაში ცხოვრობს და ბინა მერი ხანგოშვილს ავსტრიაში წასვლის წინ გადაუფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე მყოფი პირის მეუღლე სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში სწორედ მათი ბინა ჩანს.

არსებული ინფორმაცით, სავარაუდოდ დაკავებულია დაკითხვაზე მყოფი პირის მეუღლის ძმა, რომელიც ასევე პანკისის ხეობის მკვიდრია და ის თბილისში ერთ-ერთ ბინაში ხელოსნად მუშაობდა.