მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათი მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა დაფარავს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი იყო დაშავებული.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ვითარებას თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი