მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული 11 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული 11 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 11 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, – ეს ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დაადასტურა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნობა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.