ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ჭერის ნაწილის ჩამოშლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.