მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას კახა კალაძე გაეცნობა
მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას კახა კალაძე გაეცნობა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნობა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ჭერის ნაწილის ჩამოშლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.