"ყვარელრემმშენის" დამფუძნებელი სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება
"ყვარელრემმშენის" დამფუძნებელი სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება

შპს “ყვარელრემმშენის” დამფუძნებლის მეუღლე მადონა ფირანიშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჯოხარიძე გამოკითხვაზე იმყოფებოდეს.

როგორც მადონა ფირანიშვილმა პირველ არხს განუცხადა, ჯოხარიძე სახლიდან დილით მას შემდეგ გავიდა, რაც ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია შეიტყო.

“თქვა, რომ მეტროსადგურის სანახავად მიდიოდა. მას შემდეგ არ დამკავშირებია და ტელეფონიც გათიშული აქვს”, – განაცხადა ჯოხარიძის მეუღლემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.