საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შვიდი ადამიანი დაშავდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შვიდი ადამიანი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი იყო დაშავებული.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოიშალა.

როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნობა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.