„ყვარელრემმშენის“ დამფუძნებლის გამოკითხვა დასრულდა
„ყვარელრემმშენის“ დამფუძნებლის გამოკითხვა დასრულდა

შპს „ყვარელრემმშენის“ დამფუძნებლის გიორგი ჯოხარიძის გამოკითხვა დასრულდა. ჯოხარიძე რამდენიმე საათის განმავლობაში ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დღეს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხობდა.

როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჯოხარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა კომპანიამ სამუშაოები კანონის სრული დაცვით ჩაატარა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა იმ ექსპერტს უნდა დაეკისროს, რომელმაც სამუშაოები შეამოწმა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.