სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მეტროსადგურში შეჩერდა
სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მეტროსადგურში შეჩერდა

თბილისის მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მეტროსადგურში შეჩერდა, რათა ყველა პროექტს ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

„დავალება გუშინვე გაიცა, რადგან უნდა მოხდეს კონკრეტული პროექტების შესწავლა, სადაც სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან ყველანაირი საფრთხე იქნეს თავიდან აცილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ 14 ადამიანს, კახა კალაძის თქმით, მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს.

გუშინ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.