რა ხდება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ - ფოტო-ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი იყო დაშავებული.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნობა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ დაშავებულები გამოჰყავთ

მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ დაშავებულები გამოჰყავთ

Posted by პირველი არხი on 2018 წლის 29 იანვარი, ორშაბათი

ფოტო – მირიან მელაძე